ზესტაფონსა და სამტრედიაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცეები გაიხსნა
ზესტაფონსა და სამტრედიაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცეები გაიხსნა.
მედიაციის სივრცეები საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ყველა საჭიროებას. კერძოდ, მხარეებისთვის უზრუნველყოფილია მოლაპარაკების წარმოების ყველა პირობა. სივრცეეებში ასევე იფუნქციონირებს იუსტციიის სასწავლო ცენტრის ბაზა, სადაც დასავლეთ საქართველოში მცხოვრები იუსტიციის სისტემაში დასაქამებული თანამშრომლები ადგილზე შეძლებენ სხვადასხვა სატრენინგო მომსახურების მიღებას.
მედიაციის სივრცეები თბილისში, ქუთაისში, ხაშურში, ოზურგეთში, ახალქალაქში, სენაკში, ბათუმში, გორში, საჩხერეში, ხობში, დედოფლისწყაროში, დმანისში და დღეიდან, უკვე ზესტაფონსა და სამტრედიაში მოქმედებს.
ახალი სივრცეები დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ვახტან ჟვანიამ გახსნეს.