წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე ბენეფიციარების თანამედროვე მწერალთან შეხვედრით აღინიშნა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე ბენეფიციარების თანამედროვე მწერალთან შეხვედრით აღნიშნა.
მოზარდებს მხატვრული ლიტერატურითა და წერით დაინტერესების პირველი გამოცდილება მწერალმა, ჟურნალისტმა ეკატერინე ტოგონიძემ გაუზიარა. ისაუბრა პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში წიგნის კითხვის მნიშვნელობაზეც.
შეხვედრა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ - მემორიალურ მუზეუმში განხორციელდა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე კითხვის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ის ყოველწლიურად, თებერვალის თვეში აღინიშნება და მსოფლიოს 100 ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს