31 მარტი 2023

შპს „წისქვილი ჯგუფთან“ შეთანხმება გაფორმდა

შპს „წისქვილი ჯგუფთან“ შეთანხმება გაფორმდა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებისთვის შპს „წისქვილი ჯგუფი“ პროდუქციას უსასყიდლოდ გადასცემს. აღნიშნულთან დაკავშირებით, შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და შპს „წისქვილი ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შველიძემ მოაწერეს.
 
კომპანია მის მიერ წარმოებულ სხვადასხვა სახეობისა და რაოდენობის პროდუქტს, სააგენტოს ბენეფიციართა საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, პერმანენტულად, უსასყიდლოდ, ქველმოქმედების სახით გადასცემს.

მსგავსი სიახლეები