შეხვედრა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი რეგიონულ გაფართოებას და ახალი სარეაბილიტაციო პროგრამის დანერგვას გეგმავს. თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მხრიდან არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრისთვის განვითარებაში მხარდაჭერა იყო დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში შეხვედრის ძირითადი თემა.
TİKA-ს წარმომადგენლები სააგენტოს საქმიანობას, ბენეფიციარებისთვის შექმნილ ინოვაციურ მოწყობილობას და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ. იმსჯელეს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის საჭიროებებზეც.
შეხვედრას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე, უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორის მოადგილე გუგა მირიანაშვილი, TİKA-ს თბილისის ოფისის კოორდინატორი თუბა ოზუთოქი და მისი მოადგილე სალიჰა გიუნერ ბაირაქდარი ესწრებოდნენ.