31 მაისი 2022

შეხვედრა სამტრედიის, ლანჩხუთის, ფოთისა და ქობულეთის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან

შეხვედრა სამტრედიის, ლანჩხუთის, ფოთისა და ქობულეთის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან
სააგენტოს სამოქმედო გეგმა, დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერება და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა ლადო ხელაძემ სამტრედიის, ლანჩხუთის, ფოთისა და ქობულეთის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი პერსონალის სამუშაო გარემოსა და საჭიროებებს პირადად გაეცნო.
 
სააგენტოს უფროსმა თანამშრომლებს იმ მნიშვნელოვან პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში პრობაციის ოფიცრის როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. შეხვედრაზე პირობით მსჯავრდებულების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებისთვის არსებული სიახლეები და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.

მსგავსი სიახლეები