შეხვედრა საგარეჯოსა და სიღნაღის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი თანამშრომლებს სისტემაში დაგეგმილ სიახლეებს აცნობს. ლადო ხელაძემ საგარეჯოსა და სიღნაღის პრობაციის ბიუროს თანამშრომლების სამუშაო გარემო ადგილზე დაათვალიერა და მათ საჭიროებებზე ინფორმაცია პირადად მიიღო.
შეხვედრაზე სააგენტოს უფროსმა თანამშრომლებს ის მნიშვნელოვანი ცვლილებები გააცნო, რომელიც საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში პრობაციის ოფიცრის როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერებას ემსახურება. შეხვედრაზე პირობით მსჯავრდებულების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები და ინფრასტრუქტურული პროექტებიც განიხილეს.