04 აპრილი 2023

შეხვედრა რეგიონში არასრულწლოვანთა საკითხებზე მომუშავე უწყებებთან

შეხვედრა რეგიონში არასრულწლოვანთა საკითხებზე მომუშავე უწყებებთან
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის წარმომადგენლები რეგიონში არასრულწლოვანთა საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის საქმიანობის უკეთ გაცნობა და უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა იყო.
 
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ოფისები თბილისსა და ქუთაისში ფუნქციონირებს. უახლოეს მომავალში კი თელავში გაიხსნება. რეგიონული ოფისების გახსნა ცენტრის ბენეფიციარებისთვის სერვისების სრულყოფილად მიწოდებას უზრუნველყოფს.

მსგავსი სიახლეები