შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი თანამშრომლებს სისტემაში დაგეგმილ სიახლეებს აცნობს. ლადო ხელაძე დღეს მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროში იმყოფებოდა. მან თანამშრომლების სამუშაო გარემო ადგილზე მოინახულა და საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო.
შეხვედრაზე სააგენტოს უფროსმა სამოქმედო გეგმა განიხილა. თანამშრომლებს ის მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო, რომელიც საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში პრობაციის ოფიცრის როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. შეხვედრაზე პირობით მსჯავრდებულების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი სიახლეებიც განიხილეს.