21 აპრილი 2023

შეხვედრა ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტთან

შეხვედრა ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტთან
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ერეკლე ჭანტურიამ და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულება ევროპის საბჭოს ექსპერტს, მირიანა ვისნეტს გააცნეს. შეხვედრაზე ამ სფეროს განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
 
საერთაშორისო ექსპერტი ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტის - „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში, აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების საჭიროებებს იკვლევს.
კვლევით კომპონენტთან ერთად პროექტი სხვა მნიშვნელოვან აქტივობებსაც ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები