17 თებერვალი 2023

სამუშაო შეხვედრა თანამშრომლებთან

სამუშაო შეხვედრა თანამშრომლებთან
რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის და მედიაციის მიმართულებით არსებული საჭიროებები განიხილეს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე.
 
უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა თანამშრომლებისგან - სპეციალისტებისგან, პრობაციის ოფიცრებისა და სოციალური მუშაკებისგან, პირადად მოისმინეს არსებული გამოწვევების და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია. ისაუბრეს საკანონმდებლო ცვლილებებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. განიხილეს ინოვაციური მოწყობილობის - „პრობ-ბოქსის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით დაგეგმილი სიახლეები.
 
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო სისტემაში დაგეგმილი პროექტების ერთობლივი განხილვა და სამომავლო გეგმების განსაზღვრა. მსგავსი ფორმატის შიდაუწყებრივი შეხვედრები გაგრძელდება, ყველა რეგიონს მოიცავს და თანამშრომლების მაქსიმალური ჩართულობით, როგორც პირისპირ, ისე - ონლაინ რეჟიმში წარიმართება.
 
დღეს გამართულ შეხვედრას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეები, ზურაბ ბუბუნაური და ერეკლე ჭანტურია, ასევე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები