27 დეკემბერი 2022

ბენეფიციარების ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა მოეწყო

ბენეფიციარების ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა მოეწყო
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ბენეფიციარებისთვის საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
 
საგამოფენო დარბაზი თემატურად - რეგიონების მიხედვით მოეწყო. ამისთვის ბენეფიციარებმა მათი კუთხის სპეციფიკისა და კულტურის გამომხატველი ნაკეთობები შექმნეს. მომზადდა გასტრონომიული სივრცეც, სადაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძები იყო წარმოდგენილი.
 
ღონისძიებაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს. შეჯამდა წლის განმავლობაში მიღწეული შედეგებიც. შეხვედრის მიწურულს ბენეფიციარებს სასაჩუქრე კალათები გადაეცათ

მსგავსი სიახლეები