საახალწლო ღონისძიება არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის საახალწლო ღონისძიება გამართა.
ღონისძიების ფარგლებში არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციართა ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა მოეწყო. შედგა დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომლის გადაღებაც პროექტ „კინოკლუბის“ ფარგლებში, ბენეფიციარის ჩართულობით განხორციელდა. საღამოზე კიდევ ერთი სურათის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მოზარდებმა ანიმაციის რეჟისორ არჩილ კუხიანიძის დახმარებით შექმნეს. ანიმაციაზე მუშაობა ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მხარდამჭერებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ დამდეგი ახალი წელი მიულოცეს, ბენეფიციართა რეაბილიტაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და მადლობის სიგელები გადასცეს.
მოზარდების საახალწლო განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ. ღონისძიების დასასრულს კი ბენეფიციარებს სასაჩუქრე კალათები გადაეცათ.