სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები „საქართველოს რაგბის კავშირის“ საწვრთნელ ბაზა „შევარდენს“ ეწვივნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები „საქართველოს რაგბის კავშირის“ საწვრთნელ ბაზა „შევარდენს“ ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში მოზარდები გაეცნენ ქართული რაგბის ისტორიას, ეროვნული ნაკრების წევრების ცხოვრების წესსა და პირობებს.
ღონისძიება მსოფლიო ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და „საქართველოს რაგბის კავშირს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა და მიზნად ისახავს არასრულწლოვანი ბენეფიციარების ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებასა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას