რუსთავის მერიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პირველად მუნიციპალურ დონეზე, პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებს და ყოფილ პატიმრებს ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მოაწერეს.
მემორანდუმის საფუძველზე, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულებისთვის, გაიზარდა დასაქმების ობიექტების რიცხვი, რომლის ფარგლებშიც, შრომამისჯილი პირები ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად განაწილდებიან. სააგენტოს ბენეფიციარები რუსთავში მოქმედ საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ, კულტურულ, სპორტულ და მოხალისეობრივ პროგრამებსა და აქტივობებში ჩაერთვებიან.
ასევე, მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს სააგენტოს ბენეფიციარებისთვის ფსიქიატრისა და ნარკოლოგის პირველადი კონსულტაციის დაფინანსების მხარდაჭერაც.