28 ივლისი 2022

პირობითი მსჯავრდებულები სოციალურ საწარმო „კოდალაში“ დასაქმდნენ

პირობითი მსჯავრდებულები სოციალურ საწარმო „კოდალაში“ დასაქმდნენ
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირები სოციალურ საწარმო „კოდალაში“ ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმდნენ და ფიქსირებულ ანაზღაურებას იღებენ. ისინი გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ, პროფესიულად გადამზადდნენ და გამოსაცდელი ვადაც წარმატებით გაიარეს.
დასაქმებული პირობითი მსჯავრდებულების სამუშაო პირობებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე გაეცნენ. მათ, პრობაციონერების მიერ დამზადებული ხის სათამაშოები დაათვალიერეს და საწარმოს დირექტორის მხრიდან, სამუშაო პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
სამმხრივი თანამშრომლობა, რომელიც პირობითი მსჯავრდებულების დასაქმებას ითვალისწინებს მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და ეტაპობრივად, საწარმოში მუშაობის შესაძლებლობა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ სხვა პირებსაც შეეძლებათ.

მსგავსი სიახლეები