17 თებერვალი 2023

მემორანდუმი "მაკ-ჯორჯია"-სთან

მემორანდუმი "მაკ-ჯორჯია"-სთან
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით ბენეფიციარები რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით ორგანიზაცია “მაკ ჯორჯია“- ს მოხალისეობრივ პროექტებში ჩაერთვებიან. სააგენტო ორგანიზაციაში სამიზნე ჯგუფის წევრებს მოხალისეობრივი საქმიანობის შესასრულებლად გადაამისამართებს. ამასთან ერთად, საერთო აქტივობები დაიგეგმება. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და ორგანიზაცია “მაკ ჯორჯია“- ს დირექტორმა ჯერემი ჯეიმს გასკილმა მოაწერეს ხელი.
 
პროექტი საზოგადოებაში მოხალისეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სააგენტოს სამიზნე ჯგუფის წევრების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

მსგავსი სიახლეები