05 ივლისი 2022

მემორანდუმი „Gulf Georgia“-სთან

მემორანდუმი „Gulf Georgia“-სთან
მსჯავრდებულები ნავთობკომპანია „Gulf Georgia“-ში დასაქმდებიან. სამუშაოს მაძიებელი პრობაციონერები ავტოგასამართ სადგურებსა და იქ განთავსებულ სავაჭრო ობიექტებში მუშაობას შეძლებენ. მსჯავრდებულები მათთვის სასურველ რაიონებში დასაქმდებიან.
 
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები გასაუბრების საფუძველზე შეირჩევიან. მომდევნო ეტაპზე კი, სპეციალურ მომზადებას გაივლიან და გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ, დასაქმდებიან.
 
მსჯავრდებულების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა, თამთა დემურიშვილმა და შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“-ს მარკეტინგის დირექტორმა, ნინო ჯიბლაძემ მოაწერეს.

მსგავსი სიახლეები