მედიატორებთან შეხვედრა აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების შესაძლებლობებზე
აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობებზე მედიატორებთან შეხვედრა შედგა. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა სპეციალისტებს წარმატებული მედიაციის მაჩვენებლებისთვის მადლობა გადაუხადა. ლადო ხელაძემ ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით აღჭურვილი მედიაციის სივრცე წლის ბოლომდე კიდევ ორ მუნიციპალიტეტში იქნება ხელმისაწვდომი. 2022 წლის განმავლობაში მედიაციის სივრცე ქუთაისში, ხაშურსა და ოზურგეთში გაიხსნა.
განრიდებისა და მედიაციის გამოწვევებზე მსჯელობა მედიატორების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრის ფორმატშიც გაგრძელდება. ჩატარდება ინტერვიზიის სესიები, სადაც მედიატორები კონკრეტული საქმის შესახებ იმსჯელებენ. მსგავსი აქტივობები სპეციალისტებს საუკეთესო პრაქტიკის