კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები გრძელდება
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები გრძელდება.
სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, უწყების არასრულწლოვანი ბენეფიციარები კომპანია „სარაჯიშვილისა“ და დავით სარაჯიშვილის მემორიალურ მუზეუმში იმყოფებოდნენ. ტურის ფარგლებში, მოზარდებმა ქარხნის საწარმოო პროცესი დაათვალიერეს და ქართული ღვინის ბრენდის ისტორიას გაეცნენ, რომელიც „სარაჯიშვილის“ ქარხანაში 1884 წელს დაიწყო. მემორიალურ მუზეუმში სტუმრობისას კი, კედლებზე დატანილი ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი მომენტებით საზოგადო მოღვაწის ცხოვრების საინტერესო დეტალებზე მიიღეს ინფორმაცია.
შემეცნებითი ღონისძიებები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.