10 დეკემბერი 2022

შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში

შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება გამართა. კამპანიის ფარგლებში, ბენეფიციარები თანამედროვე ქართველ მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილს შეხვდნენ. მწერალმა და მთარგმნელმა საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე, ასევე, იმ ბარიერებზე ისაუბრა, რომლის გადალახვაც ქალებს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე უხდებათ.
 
სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ტყეშელაშვილმა უწყების მხრიდან ბენეფიციარების ხელშეწყობისთვის განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
 
„ნარინჯისფერი კვირეული“ გლობალური ინიციატივაა და ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემატიკაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება

მსგავსი სიახლეები