იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ არასრულწლოვნებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ არასრულწლოვნებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები თბილისსა და ბათუმში არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ორგანიზებით მოეწყო. ბავშვებმა ბოტანიკური ბაღის ტერიტორია გიდის თანხლებით დაათვალიერეს და ანიმატორთა მონაწილეობით გამართულ სახალისო აქტივობებში ჩაერთნენ.
ღონისძიების დასასრულს სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა არასრულწლოვნებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა და სააგენტოს სახელით სიმბოლური საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია და მოზარდთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა იუსტიციის სამინისტროსა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტია. ამ მიზნით, მსგავს აქტივობებს უწყება მომავალშიც გამართავს.