25 დეკემბერი 2023

გორში, საჩხერესა და ხობში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცეები გაიხსნა

გორში, საჩხერესა და ხობში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცეები გაიხსნა

გორში, საჩხერესა და ხობში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცეები გაიხსნა.

ადგილზე მედიაციის პროცესის საჭიროებები სრულად არის გათვალისწინებული. მხარეებისთვის უზრუნველყოფილია მოლაპარაკების წარმოების ყველა პირობა. სათანადოდ აღჭურვილ სივრცეში მედიატორებს დაკისრებული მოვალეობის შესრულება გაუმარტივდებათ. ახალი ოფისები იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და შიდა ქართლის სახლემწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა გახსნეს.

მედიაცია დამზარალებელსა და დაზარალებულს შორის არსებული კონფლიქტის ამოწურვას ემსახურება. ის აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს ეყრდნობა და ორიენტირებულია დანაშაულის შემხებლობაში მყოფი ყველა პირის ჩართულობაზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირებასა და საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.

მედიაციის სივრცეები თბილისში, ქუთაისში, ხაშურში, ოზურგეთში, ახალქალაქში, სენაკში, ბათუმსა და დღეიდან, უკვე გორში, საჩხერესა და ხობში მოქმედებს; უახლოეს პერიოდში კი, დედოფლისწყაროსა და დმანისში, იქნება ხელმისაწვდომი.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გორში პრობაციის ბიუროში, თანამშრომლებსაც გაესაუბრა, სისტემაში მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილი სიახლეები გააცნო და მათ საჭიროებებზე მიიღო ინფორმაცია.

ვიდეოგალერეა

მსგავსი სიახლეები