30 ნოემბერი 2023

განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის მედიატორებს ევროპის საბჭოს პროექტის - „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში ტრენინგი ჩაუტარდათ

განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის მედიატორებს ევროპის საბჭოს პროექტის - „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში ტრენინგი ჩაუტარდათ

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო მედიატორების გადამზადებას აგრძელებს.

განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის მედიატორებს ევროპის საბჭოს პროექტის - „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში ტრენინგი ჩაუტარდათ.

სწავლებას მოწვეული ექსპერტი, სისხლის სამართლის მედიატორი პია სლოგსი უძღვებოდა. მან ტრენინგის მონაწილეებს საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარა, ინფორმაცია მიაწოდა აღდგენითი მიდგომის მნიშვნელობაზე, მედიაციის მოსამზადებელ ეტაპებსა და პროცესში წარმოქმნილი დაბრკოლებების გადალახვაზე, ასევე, საქმის წარმოების ფორმალურ მხარეზე, როგორც მედიაციის პროცესის მნიშვნელოვან ნაწილზე. ექსპერტმა ქართველ კოლეგებთან ერთად პრაქტიკული საქმეებიც განიხილა.

ტრენინგის მიზანი იყო მედიატორთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის გზით სისხლის სამართლის მედიაციის ხარისხის გაუმჯობესება.

მსგავსი სიახლეები