ეთიკის კოდექსის წარდგენა
პრობაციის ოფიცერთა ღირებულებები, პრინციპები და ქცევის ნორმები ერთიან ფორმატში იქნება დეკლარირებული. ეთიკის კოდექსი პრობაციის ბიუროების ხელმძღვანელებსა და ოფიცრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა გააცნო.
დოკუმენტი კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობის, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობისა და თანასწორობის პრინციპებს აერთიანებს. ის პრობაციის ოფიცრების საქმიანობის სამართლიანად და კვალიფიციურად წარმართვის ხელშეწყობას ემსახურება.
ეთიკის კოდექსის განხილვასთან ერთად, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო პრობაციის სისტემის გასაძლიერებლად, სააგენტოს მიერ ბოლო პერიოდში გატარებულ ინიციატივებს, რომელიც ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების განმტკიცებას უზრუნველყოფს.