დედოფლისწყაროსა და დმანისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცეები გაიხსნა
დედოფლისწყაროსა და დმანისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცეები გაიხსნა.
ადგილზე მედიაციის პროცესის საჭიროებები სრულად არის გათვალისწინებული. მხარეებისთვის უზრუნველყოფილია მოლაპარაკების წარმოების ყველა პირობა. სათანადოდ აღჭურვილ სივრცეში ყველა პირობაა იმისთვის, რომ მედიატორებს დაკისრებული მოვალეობის შესრულება გაუმარტივდეთ.
მედიაციის ახალი სივრცეებით სარგებლობა ასევე შეეძლება აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერებსა და სოციალურ მუშაკებს სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესის განსახორციელებლად.
მედიაცია დამზარალებელსა და დაზარალებულს შორის არსებული კონფლიქტის ამოწურვას ემსახურება. ის აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს ეყრდნობა და ორიენტირებულია დანაშაულის შემხებლობაში მყოფი ყველა პირის ჩართულობაზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირებასა და საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.
მედიაციის სივრცეები თბილისში, ქუთაისში, ხაშურში, ოზურგეთში, ახალქალაქში, სენაკში, ბათუმში, გორში, საჩხერეში, ხობში და დღეიდან, უკვე დედოფლისწყაროსა და დმანისში მოქმედებს.
ახალი ოფისი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძემ გახსნეს