დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის - „ნარინჯისფერი კვირეულის" ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის - „ნარინჯისფერი კვირეულის" ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართა.
იურიდიული დახმარების სამსახურისა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარებულთა დახმარების სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისსა და რეგიონებში კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს მიეწოდათ ინფორმაცია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ძალადობის მსხვერპლთა უფლებებისა და მათი დაცვის სახელმწიფო მექანიზმების შესახებ.
მსგავსი აქტივობები ბენეფიციართა ცნობიერების ამაღლებასა და მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.