დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები ტყავზე მუშაობის საფუძვლებს გაეცნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები ტყავზე მუშაობის საფუძვლებს გაეცნენ
ბენეფიციარები სახელოსნო ,, კოსმოს" ბრენდის ისტორიასა და ტყავზე მუშაობის ტექნიკას გაეცნენ და მონაწილეობა მიიღეს ჩანთებისა და აქსესუარების დამზადების პროცესში.
კულტურულ-შემეცნებითი აქტივობის მიზანი მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის მხარდაჭერა და პროფესიული ინტერესების განვითარების ხელშეწყობაა, რაც დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებაა.
სააგენტო ბენეფიციართა მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.