12 დეკემბერი 2024

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები რუსთავის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები რუსთავის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები რუსთავის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ.
 
კულტურულ - შემეცნებითი ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია მუზეუმში დაცულ ძვ. წ. XIX საუკუნიდან ახ. წ. XVIII საუკუნის ჩათვლით 28 771 ექსპონატსა და არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ მოპოვებულ მასალებზე.
 
სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის განხორციელებული შემეცნებითი ღონისძიებები მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
 
მუზეუმში ვიზიტი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და რუსთავის ისტორიული მუზეუმის მხარდაჭერით განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები