დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარის პერსონალური გამოფენა მოეწყო
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარის პერსონალური გამოფენა მოეწყო. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა ბენეფიციარს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მოზარდის მიერ არტთერაპიის ფარგლებში შექმნილი მრავალფეროვანი ნამუშევრები.
ღონისძიება მიზნად ისახავდა არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის მხარდაჭერასა და პროფესიული ინტერესების განვითარების ხელშეწყობას.
სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს ბენეფიციართა მხარდაჭერას და მათზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.