16 დეკემბერი 2024

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ფსიქიატრ დავით ზურაბაშვილთან შეხვედრა გაიმართა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ფსიქიატრ დავით ზურაბაშვილთან შეხვედრა გაიმართა.
 
 ფსიქიატრმა არასრულწლოვნებთან ისაუბრა ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში; მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გავლენაზე; სტრესთან გამკლავებასა და პოზიტიური ურთიერთობების შენარჩუნებაზე.
 
 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, ყოველი მეოთხე ადამიანი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე განიცდის ფსიქიკურ ან ნევროლოგიურ აშლილობას. ისეთი ფსიქოლოგიური მახასიათებლები, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, ბიპოლარული აშლილობა და შიზოფრენია, საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობებია, ისინი გავლენას ახდენენ მილიონობით ადამიანზე, მსოფლიოს მასშტაბით.

მსგავსი სიახლეები