არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები პროექტ - „ერთი დღე სამზარეულოში“ ფარგლებში სარესტორნო ქსელის, წისქვილი ჯგუფის „თეატრის“ სამზარეულოს ესტუმრნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები პროექტ - „ერთი დღე სამზარეულოში“ ფარგლებში სარესტორნო ქსელის, წისქვილი ჯგუფის „თეატრის“ სამზარეულოს ესტუმრნენ.
არასრულწლოვნებმა გამოცდილ შეფ-მზარეულთან ერთად კერძების მომზადებისა და გაფორმების პროცესში მიიღეს მონაწილეობა.
მსგავსი აქტივობები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის მხარდაჭერას, ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც უწყების ძირითადი პრიორიტეტია.