24 აპრილი 2024

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას ეწვივნენ

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას ეწვივნენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში მოზარდები გაეცნენ აღნიშნულ სპორტის სახეობაში ჩართული სპორტსმენების განვითარებისთვის მნიშვნელოვან სპორტულ ინვენტარსა და აკადემიის ინფრასტრუქტურას. მიიღეს რჩევები პროფესიონალი ტრენერებისგან.

მსგავსი აქტივობები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის მხარდაჭერას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც უწყების ძირითადი პრიორიტეტია.

ვიზიტი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და “საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერით განხორციელდა”

მსგავსი სიახლეები