არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ტური მუზეუმში მოაწყო
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ტური მუზეუმში მოაწყო. სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში მოზარდები თბილისის მუზეუმების გაერთიანების გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ მუზეუმში იმყოფებოდნენ, სადაც მწერლის სამუშაო ოთახი და საცხოვრებელი გარემო თითქმის უცვლელადაა აღდგენილი. მათ პოეტისა და საზოგადო მოღვაწის მემორიალური ნივთები დაათვალიერეს. გიდის დახმარებით გაეცნენ მუზეუმში დაცულ ფოტომასალას და ხელნაწერებს.
მოზარდებისთვის საგანმანათლებლო აქტივობები გაგრძელდება. სააგენტოს ბენეფიციარებს თბილისის მუზეუმების გაერთიანების სხვა მუზეუმების მონახულების შესაძლებლობაც ექნებათ. შემეცნებითი ღონისძიებები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
კულტურულ-შემეცნებითი აქტივობა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ინიციატივითა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით განხორციელდა.