არასრულწლოვანი ბენეფიციარები, სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, გალაკტიონ ტაბიძის თბილისში მდებარე მემორიალურ სახლ-მუზეუმს ეწვივნენ
არასრულწლოვანი ბენეფიციარები, სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, გალაკტიონ ტაბიძის თბილისში მდებარე მემორიალურ სახლ-მუზეუმს ეწვივნენ.
მოზარდებმა დაათვალიერეს მწერლის სამუშაო ოთახი და საცხოვრებელი გარემო, სადაც პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებას გაეცნენ.
არასრულწლოვანი ბენეფიციარები, ასევე, გაეცნენ გალაკტიონ ტაბიძის დღიურს. მოგვიანებით, რამდენიმე მათგანი ჩაერთო საგანმანათლებლო-შემოქმედებით პროგრამაში - „წერე დღიური“.
სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის განხორციელებული შემეცნებითი ღონისძიებები მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
მუზეუმში ვიზიტი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს და თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით განხორციელდა.