არასრულწლოვანი ბენეფიციარები კომპანია “ასკანელში” იმყოფებოდნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ბენეფიციარებს მომავალი პროფესიის არჩევაში ეხმარება. ამ მიზნით, სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები კომპანია “ასკანელში” იმყოფებოდნენ. მოზარდები საწარმოო პროცესს და “ასკანელის” დაარსების ისტორიას, სპეციალისტების დახმარებით გაეცნენ.
მსგავსი აქტივობები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას და სამომავლოდ, არასრულწლოვნებისთვის პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დახმარებას ისახავს მიზნად.