06 ნოემბერი 2021

არასრულწლოვანი ბენეფიციარები კლინიკა "ვეტ-ჰაუსში"

არასრულწლოვანი ბენეფიციარები კლინიკა "ვეტ-ჰაუსში"
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ორგანიზებით, ვეტერინარიით დაინტერესებული ბენეფიციარები პროფესიის სპეციფიკას კლინიკა „ვეტ-ჰაუსში“ გაეცნენ. კლინიკის დათვალიერების შემდეგ, მოზარდები ცხოველების სამედიცინო მანიპულაციებს დაესწრნენ და მათი მოვლის პროცესში სპეციალისტის ზედამხედველობით ჩაერთნენ.
 
ვეტერინარის პროფესიის გაცნობის მიზნით, კლინიკაში ვიზიტი ბენეფიციარების ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა. შესაბამისად, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, ვეტერინარულ კლინიკებთან თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს. ამ მიზნით, უახლოეს მომავალში პროფილის სხვადასხვა დაწესებულებასთან მემორანდუმები გაფორმდება. თანამშრომლობის მომდევნო ეტაპზე კი, ბენეფიციართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში, პეტ-თერაპიის მოდელი დაინერგება. ნოვატორული მიდგომა ბენეფიციარების ემოციური სირთულეების დაძლევაში დახმარებას ისახავს მიზნად.
 
ბენეფიციარები ვეტ-კლინიკაში არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტის - „მე გავხდები პროფესიონალი“ - ფარგლებში იმყოფებოდნენ. პროექტი ცენტრის დაარსებიდან ხორციელდება. არასრულწლოვნები პერიოდულად სხვადასხვა სექტორის ორგანიზაციებს სტუმრობენ. სამუშაო გარემოში პროფესიის გაცნობა კი, მათ სპეციალობის არჩევაში ეხმარება.

მსგავსი სიახლეები