არასრულწლოვანი ბენეფიციარები კერამიკის სტუდიაში
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით, საგანმანათლებლო პროექტებს განაგრძობს. მოზარდები კერამიკის სტუდიაში, თიხაზე მუშაობის პროცესში ჩაერთნენ. არასრულწლოვნებმა საყოფაცხოვრებო ნივთები და დეკორატიული მასალები შექმნეს; მიიღეს ინფორმაცია თიხასთან მუშაობის სპეციფიკაზე.
მსგავსი აქტივობები მოზარდებისთვის ინტერესის ახალი სფეროს გამოკვეთასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ხელშეწყობას ისახავს მიზნად. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტები მოზარდების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას ემსახურება.