არასრულწლოვანი ბენეფიციარები გამწვანების აქციაში ჩაერთნენ
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები გამწვანების აქციაში ჩაერთნენ.
მოზარდებმა ვარკეთილი 3-ის I მიკრორაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე მდებარე ე.წ. სკეიდპარკის ტერიტორიაზე ხეები დარგეს.
კამპანია „გაამწვანე სამგორის“ ფარგლებში, ამ დროისთვის, ასი ათასზე მეტი ხე-მცენარეა დარგული.