არასრულწლოვანი ბენეფიციარები „ექსპერიმენტორიუმის“ ლაბორატორიაში
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სარეაბილიტაციო პროგრამები გრძელდება. ბენეფიციარები „ექსპერიმენტორიუმის“ ფიზიკისა და ქიმიის ინტერაქტიულ ლაბორატორიაში, ცდების ჩატარების პროცესში ჩაერთნენ. დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამას. ინტერაქტიული ექსპოზიციების საშუალებით, მოზარდები მათთვის გასაგები და სახალისო მეთოდებით გაეცნენ ფიზიკის კანონებს.
ინტერაქტიულ სამეცნიერო მუზეუმში 70-მდე ექსპონატია წარმოდგენილი, რაც მოზარდებს ფიზიკის კანონების თუ ქიმიურ რეაქციებზე ინფორმაციის სახალისო ფორმით მიღებაში ეხმარება.
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ორგანიზებული შემეცნებითი ღონისძიებები ბენეფიციარების რესოციალიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.