03 დეკემბერი 2022

არასრულწლოვანი ბენეფიციარები არტ-თერაპიაში ჩაერთნენ

არასრულწლოვანი ბენეფიციარები არტ-თერაპიაში ჩაერთნენ
სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები არტ-თერაპიაში ჩაერთნენ. პროექტის ფარგლებში, მოზარდები ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას დაეუფლებიან. ჩაერთვებიან კერამიკის მასტერკლასებში, შექმნიან ხელნაკეთ ნივთებს და ფერწერულ ნამუშევრებს. სესიები მოზარდებს ემოციური ცნობიერების ამაღლებაში, თვითგამოხატვასა და კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარება.
 
სესიების დასრულების შემდეგ, სააგენტოს სპეციალისტებს პრაქტიკულ სამუშაოებში გამოყენებისთვის არტ-თერაპიის სახელმძღვანელო გადაეცემათ.
 
არტ-თერაპიის პროექტს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო და არასამთავრობო ორგანიზაცია „პრევენცია პროგრესისთვის“ შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერით ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები