07 აპრილი 2023

IT Academy Step - თან თანამშრომლობა ფართოვდება

IT Academy Step - თან თანამშრომლობა ფართოვდება
ბენეფიციართა რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მათი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში მომზადების შესაძლებლობები ფართოვდება. აკადემიის სპეციალისტები სააგენტოს ბენეფიციარებს 2D გრაფიკას, UI/UX დიზაინს, 3D გრაფიკას, ანიმაციას, Frontend ვებ-პროგრამირებას, ინტერიერის დიზაინს, IT მხარდაჭერას და ციფრულ მარკეტინგს შეასწავლიან. აღნიშნულის შესახებ შეთანხმება სააგენტოსა და „აითი აკადემია სტეპს“ შორის გასულ წელს შედგა. ამ დროის განმავლობაში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში მოსამზადებლად სააგენტომ 50-მდე ბენეფიციარი გადაამისამართა.
 
აღნიშნულის თაობაზე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე „აითი აკადემია სტეპის“ დირექტორ მაკა მახათაძეს შეხვდა.
 
სააგენტოსა და აკადემიას შორის არსებული თანამშროლობა ბენეფიციართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის შესაძლებლობების განვითარებას და მათი დასაქმების ხელშეწყობას ემსახურება.

მსგავსი სიახლეები