03 June 2022

შეხვედრა ბათუმის, ქედის, შუახევისა და ხულოს პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან

შეხვედრა ბათუმის, ქედის, შუახევისა და ხულოს პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი თანამშრომლებს სისტემაში დაგეგმილ სიახლეებს აცნობს. ლადო ხელაძე ბათუმის, ქედის, შუახევისა და ხულოს პრობაციის ბიუროს თანამშრომლების სამუშაო გარემოს ადგილზე გაეცნო და მათ საჭიროებებზე ინფორმაცია პირადად მიიღო.
 
შეხვედრაზე სააგენტოს უფროსმა სამოქმედო გეგმა განიხილა და თანამშრომლებს ის მნიშვნელოვანი ცვლილებები გააცნო, რომელიც საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში პრობაციის ოფიცრის როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერებას ემსახურება. შეხვედრაზე პირობით მსჯავრდებულების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი სიახლეები და ინფრასტრუქტურული პროექტებიც განიხილეს.

Similar news