10 March 2023

საერთაშორისო კონფერენცია „ქალები პოლიციაში“

საერთაშორისო კონფერენცია „ქალები პოლიციაში“
დანაშაულის პრევენციისა და ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით მიღწეული შედეგები საერთაშორისო კონფერენციაზე შეაჯამეს. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ უწყების მიზნების განხორციელებაში ქალი სპეციალისტების როლი გამოჰყო. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სისტემაში დასაქმებულების 61% ქალია და სააგენტოს საქმიანობაში მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. ლადო ხელაძემ გამოსვლისას პრობაციის სისტემაში დანერგილი ინოვაციური ტექნოლოგიური სიახლის - „პრობბოქსის“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოგონებამ სტიგმის დაძლევა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა უზრუნველყო.
 
საერთაშორისო კონფერენცია „ქალები პოლიციაში“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით მიმდინარეობს.

Similar news