08 June 2023

სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას” და ვაზიანის მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზას ესტუმრნენ

სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას” და ვაზიანის მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზას ესტუმრნენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას” და ვაზიანის მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზას ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, არასრულწლოვნები გაეცნენ ცენტრ „დელტას“ საქმიანობას, დაათვალიერეს ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, მათ მიერ წარმოებული სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. ასევე, მოინახულეს ვაზიანის სამხედრო ბაზა და მიიღეს ინფორმაცია თავდაცვის ძალების შესახებ.
დღის ბოლოს კი, ჯარისკაცებთან ერთად „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს.

მსგავსი აქტივობები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის მხარდაჭერას, ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც უწყების ძირითადი პრიორიტეტია.

Similar news