24 April 2023

რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის საგანმანათლებლო პროექტები გრძელდება

რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის საგანმანათლებლო პროექტები გრძელდება

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის საგანმანათლებლო პროექტებს განაგრძობს.

ამ მიზნით, ცენტრში ვიზიტი ხის სახელოსნო „ბამოს“ დამფუძნებლებმა განახორციელეს, რომელთა ხელშეწყობით, მოზარდებმა ბუნებრივი მასალისგან ხელნაკეთი ხის სახლები შექმნეს.

მსგავსი აქტივობები მოზარდებს ინტერესის ახალი სფეროს გამოკვეთასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტები მოზარდების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას ემსახურება.

Similar news