18 March 2026

პრობაციის სფეროში მომუშავე სოციალური მუშაკები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ

პრობაციის სფეროში მომუშავე სოციალური მუშაკები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ

პრობაციის სფეროში მომუშავე სოციალური მუშაკები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ სოციალურ მუშაკთა პროფესიული დღის აღსანიშნავად, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალურ მუშაკებს მადლობის სიგელები გადასცა.

საუბარი შეეხო სოციალური მუშაკების საქმიანობის მნიშვნელობას დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროში, აგრეთვე, მათ განსაკუთრებულ როლს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში.

მინისტრის მოადგილესთან ერთად, პროფესიული დღე თანამშრომლებს სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმაც მიულოცა.

სოციალურ მუშაკთა მსოფლიო დღე 1983 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს სოციალური სერვისების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

Similar news