პირობით მსჯავრდებულებისთვის მცირე მეწარმეობის შესახებსაინფორმაციო შეხვედრები დაიწყო
პრობაციონერთა რესოციალიზაციის ხელშეწყობისთვის, მცირე მეწარმეობის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები ინფორმაციას საგანმანათლებლო შეხვედრების ფორმატში გაეცნობიან.
პირველი შეხვედრა პრობაციონერებთან თბილისში შედგა. უახლოეს მომავალში კი, რუსთავში, გორსა და ქუთაისში გაიმართება. პროექტი პრობაციონერებისთვის საქართველოში მცირე მეწარმეობის საზოგადოებრივ ორგანიზაციებში საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარებას უკავშირდება, რაც მათ რესოციალიზაციაში დაეხმარებათ.
პროექტს - „პრობაციონერთა ახალი შესაძლებლობებისთვის საქართველოში“ - ორგანიზაცია „ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისთვის“ იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის - „ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს.