19 November 2021

მემორანდუმი „ასოციაცია ჰერა XXI“-თან

მემორანდუმი „ასოციაცია ჰერა XXI“-თან
სააგენტოს ბენეფიციარებს ჯანმრთელობის საკითხებზე კონსულტაციას „ასოციაცია ჰერა XXI“ გაუწევს. ამასთან დაკავშირებით, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და „ასოციაცია ჰერა XXI“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სააგენტოს უფროსმა, ბუბა ლომუაშვილმა და ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო წულეისკირმა მოაწერეს.
 
შეთანხმების მიხედვით, ასოციაციის სპეციალისტები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას უზრუნველყოფენ. ისინი სააგენტოს ბენეფიციარებსა და სოციალურ მუშაკებს საგანმანათლებლო შეხვედრებს ჩაუტარებენ. გაუწევენ როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალურ კონსულტაციებს. ექიმი რეპროდუქტოლოგი სოციალურ მუშაკებს მიმართულების ძირითად ასპექტებს გააცნობს და ცენტრის ბენეფიციარების ფსიქო-სოციალური პორტრეტების შედგენისთვის, კითხვარებს შეიმუშავებს.
 
სერვისით არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის 10 ბენეფიციარი ისარგებლებს, ხოლო განრიდებული და არასრულწლოვანი პრობაციონერებისთვის საჭიროებებზე მორგებული გაერთიანებული თემატური საგანმანათლებლო სესია ჩატარდება.
 
თანამშრომლობა სააგენტოს ბენეფიციარების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაში ხელშეწყობას ემსახურება. მისი გაგრძელების უზრუნველსაყოფად, სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები შემუშავდება.
 
„ასოციაცია ჰერა XXI“-ისა და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის თანამშრომლობის შედეგად, ცენტრის ფსიქოლოგი International Planned Parenthood Federation (IPPF)-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში მონაწილეობდა. სწავლება სექსუალურად ტრანსაგრესიული ქცევის შეფასებისა და რეაგირების ინოვაციურ მიდგომას ეხებოდა, რომლის დანერგვაც საქართველოში სამომავლოდ იგეგმება.

Similar news