იუსტიციის მინისტრის შეხვედრა სააგენტოს თანამშრომლებთან
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო დანაშაულის პრევენციის მიმართულებას აძლიერებს. ამ მიზნით უწყება ახალ პროექტს უახლოეს მომავალში წარადგენს. პრიორიტეტული მიმართულების განვითარების აუცილებლობაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა სააგენტოს ახალ ხელმძღვანელ ლადო ხელაძესა და უწყების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს.
ღონისძიებაზე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს განვითარების სტრატეგია განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.