30 August 2022

ძველი ქართული ანიმაციების ჩვენება

ძველი ქართული ანიმაციების ჩვენება
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარებისთვის, სარეაბილიტაციო პროგრამების ფარგლებში, ძველი ქართული ანიმაციების ჩვენებას განაგრძობს. საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში არასრულწლოვნებმა ორი კინოსურათი ნახეს. სეანსის დასრულების შემდეგ კი, მულტიპლიკაციური ფილმები თეატრმცოდნე და ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად განიხილეს.
საგანმანათლებლო პროექტი „კინოკლუბი“ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბენეფიციარებისთვის, კინომცოდნეებისა და ფსიქოლოგების მიერ შერჩეული, ქართული, უცხოური მხატვრული და ანიმაციური ფილმები იქნება ნაჩვენები. სეანსის დასრულების შემდეგ, მოზარდებს მოწვეულ სტუმართან ერთად, კინოსურათის განხილვის შესაძლებლობა ექნებათ.
არასრუწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტი ბენეფიციარებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, პიროვნული განვითარების ხელშეწყობასა და შემოქმედებით პოტენციალის განვითარებას ემსახურება.

Similar news